როგორც რიგითმა ქართველმა, რუსეთის ხელისუფლებას მინდა ავუხსნა, ვთხოვო და ვურჩიო, რომ საქართველოსთან მიმართებით ქმედებებში და განცხადებებში პირველ რიგში ხალხი გაითვალისწინონ და არა ე.წ. ხელისუფლება და ოპოზიცია, რადგან მათი გათვალისწინება ნიშნავს დასავლეთის ინტერესების გათვალისწინებას!!!
ხალხს რუსეთთან უნდა ვორონცოვისეული, სტალინისეული და მჟავანაძისეული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინებები!!!
იმპერიალისტური, დერჟიმორდული, ტუპარილი და სალდაფონური “სიამტკბილობები” ხალხს არ გვაინტერესებს!!!
ეგეთი ისედაც გვაქვს აგერ უკვე 30 წელია, ჩვენს “სტრატეგიულ მეგობრებთან”!
მიხედეთ შიგნით თუ გარეთ, “საქართველოს საკითხში” ზოგიერთ მრჩეველს, კარგად გაშიფრეთ ვინ ვინაა, თორემ წააგებთ..
მაია დვალიძე, სამოქალაქო აქტივისტი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი