ყურმილი აიღეთ ნაბომბარებო, „პრადაჟნიე შკური“, შემომეპასუხეთ, ვნახოთ რა ბიჭები ხართ! – ვის მიმართავს კინორეჟისორი

0
3749
27 Views

სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო,სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად… რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას, – ამის შესახებ კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისზეც ივანიშვილი წლების განმავლობაში ზრუნავდა.

„სად ხართ შემალულები ის ადამიანები, რომლებსაც ბიძინა გაჭმევდათ, გასმევდათ, ოჯახებით გასვენებდათ საზღვარგარეთ,ყოველთვიურად გიხდიდათ უზარმაზარ თანხებს, რომ კმაყოფილებს დავებოყინებინათ „გემრიელად”… რატომ დატოვეთ ეს კაცი „მეფე ლირივით“ მარტო… ყოველ ჯერზე ბოლო ტალღაზე ამოტივტივებულებო, ისევ ხომ არ შენიშნეთ ახალი ტალღა, რომ ახლა იმ ნავში ისკუპოთ, რომელიც ისევ ნაპირზე გამორიყავს თქვენნაირ ნაგავს? პირადად მე, შევეცი „სახალხო პარტიის“ ევროპას – ჩემსას კი, გაუმარჯოს, იმიტომ რომ „ჩემი ევროპა“ არ დააყენებს საქართველოს საპირწონედ ავადმყოფს… სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო,სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად… რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას და არ უმტკიცებთ „ევროპას“, რომ ეს დედაშვილი ტყუილად წიოკობს? რომ მშვენივრად გადაადგილდება პალატაში (და არა ციხეში) როდესაც დედამისი „მომაკვდავია“-ო იძახის და შეყარა მსოფლიო… „პრადაჟნიე შკური“ – ამ სიტყვას დაგიტოვებთ რუსულად, რომელიც ძალიან გიხდებათ და შემომეპასუხეთ ერთი, ვნახოთ რა ბიჭები ხართ!… ყურმილი აიღეთ ნაბომბარებო!!!“- წერს ლევან ანჯაფარიძე.

 

Cesko