ამ უბრალო ქცევით, შვილების იმუნიტეტს გააძლიერებთ და მათ სიმაღლეში ზრდასაც შეუწყობთ ხელს

0
796
20 Views

“დღეში ოთხი ჩახუტება გვჭირდება გადარჩენისთვის, რვა ჩახუტება – ჯანმრთელობისთვის, თორმეტი კი პიროვნული ზრდისთვის” – ეს ამერიკელი ფსიქოთერაპევტის, ვირჯინია სატირის ფრაზაა. ბავშვების შემთხვევაში, სამედიცინო საზოგადოება 7 მთავარ მიზეზს ასახელებს, თუ რატომაა ყოველდღიურად ჩახუტება აუცილებელი და რა გართულებებისაგან დაიცავს ეს ჩვენს შვილებს:

საკუთარ შვილს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებით

2-1674550927..jpg

ჩახუტება მშობლებსა და შვილებს ეხმარება, რომ ერთმანეთთან ემოციური კავშირი იგრძნონ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ეფექტში სიყვარულისა და ნდობის ჰორმონი, ოქსიტოცინი მონაწილეობს. თუმცა, ჩახუტება მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი. საყვარელი ადამიანები, ნათესავები, მეგობრებიც არ დაივიწყოთ და სითბო ამ გზით მათაც გაუზიარეთ.

ბავშვს სტრესისგან იხსნით

3-1674550942..jpg

1997 წელს მეცნიერები, რომლებიც ვირთხებს აკვირდებოდნენ, საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. დედა ვირთხები, რომლებიც შვილებზე გულმოდგინედ ზრუნავდნენ, ხშირად სტრესისადმი მდგრად შთამომავლობას ზრდიდნენ. სპეციალისტების თქმით, ჩახუტება ბავშვებს სტრესისგან ათავისუფლებს და სამომავლოდ ისეთი გართულებებისგან იცავს, როგორებიცაა, ქრონიკული სტრესი, სიმსუქნისკენ მიდრეკილება, დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის დაავადებები, დეპრესია და მავნე ნივთიერებებისადმი დამოკიდებულება.

შეაჩერებთ ბავშვის აგრესიასა და ისტერიკას

5-1674550955..jpg

როდესაც ბავშვი აგრესიულად იქცევა, გამოხატავს ბრაზს, ტირის, ხშირად ამ გზით მშობლის ყურადღების მიქცევას ცდილობს და სურს, ასე გამოხატოს სათქმელი. მსგავს შემთხვევაში, მას ყველაზე ნაკლებად სჭირდება იმის მოსმენა, რომ “ცუდია”, ან “საშინლად იქცევა”. ჩაეხუტეთ – ასე მას ემოციური ქარიშხლისგან დაიცავთ და როდესაც დამშვიდდება, მერე შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ და აუხსნათ, რა არ მოგწონთ მის ქცევაში.

დაეხმარებით გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში

1-1674550989..jpg

მეცნიერების თქმით, ჩახუტება ტაქტილური რეცეპტორების სტიმულატორია და ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. კვლევებით დადასტურებულია, რომ მშობლის მხრიდან სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ბავშვის პიროვნებისა და ინტელექტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩახუტება კი ემოციური კავშირის განუყოფელი ნაწილია.

ბავშვს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარებით

მეცნიერები ამბობენ, რომ ის ბავშვებში, რომლებიც ემოციური კავშირის ნაკლებობას განიცდიან, სიმაღლეში ზრდა ფერხდება. უფრო კონკრეტულად, მათი თქმით, ასეთი ბავშვები, უფრო ნელა იზრდებიან, თუნდაც კარგი კვების პირობებში. 2003 წელს კორეელმა მეცნიერებმა ის ბავშვები შეარჩიეს, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს და ორ ნაწილად გაყვეს. ერთი ჯგუფის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებასა და სითბოს გამოხატავდნენ და აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს საშუალოზე უფრო მეტი სიმაღლე ჰქონდათ. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც.

ინფექციების განვითარების რისკს შეამცირებთ

4-1674551006..jpg

მეცნიერები ამბობენ, რომ ჩახუტება და სითბოს გამოხატვა იმუნური სისტემის გაუმჯობესებას იწვევს და ინფექციებთან საბრძოლველად პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლება. 2014 წელს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 400 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევით დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მშობლები ხშირად ეხუტებოდნენ, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ, ნაკლებად ავადდებოდნენ. ხოლო, დაავადების შემთხვევაში, შედარებით იოლი მიმდინარეობა ახასიათებდათ.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko