დავით მაღრაძე: როდესაც ჯალათი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, სასჯელს იხდის მედია-კლინიკაში, დედასთან ერთად და ამას ეძახიან წამებას, ამ დროს ევროპის კარი არ იხსნება ჩემთვის

0
1729
22 Views

ევროპის კარი იხსნება ჩემთვის, სადაც კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ და პატიმრებს შორის გრადაცია არ შეიძლება მოხდეს, რადგან დანაშაული დანაშაულია. ამდენად, აღმაშფოთებელია, ის, რასაც ვისმენთ. ასეთი თვალსაჩინო უსამართლობა, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას იგი ევროპულ ღირებულებებსაც შეეხო.

„ჩემი ევროპის კარი არ იხსნება, როდესაც ჯალათი, წამების სისტემის შემქმნელი, აღარ გავამძაფრებ – ხალხია დახოცილი ამ წამებაში, რომელმაც პენიტენციურში შექმნა დანაშაულის, წამების სისტემა, სასჯელს იხდის მედია-კლინიკაში, დედასთან ერთად და ამას ეძახიან წამებას და ის ხალხი, ვინც მის მართლაც წამებას შეეწირა, იმ ხალხის ბედი არ ანაღვლებს, ამ დროს ევროპის კარი არ იხსნება ჩემთვის. ევროპის კარი იხსნება ჩემთვის, სადაც კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ და პატიმრებს შორის გრადაცია არ შეიძლება მოხდეს, რადგან დანაშაული დანაშაულია. ამდენად, აღმაშფოთებელია, ის, რასაც ვისმენთ. ასეთი თვალსაჩინო უსამართლობა.

რაც შეეხება ღირებულებას, ღირებულება დადგა ეჭვქვეშ, რაც აქამდე არსებობდა. კაცობრიობის ისტორიაში, ყველა რელიგიის მიმდევარი, ადამიანი სრულყოფილებისკენ ისწრაფოდა, თუმცა განსხვავებული იყო სრულყოფილების ხატში, მაგრამ სწრაფვაში არ იყო განსხვავება. ახლა გაჩნდა რაღაც მოდური ტენდენცია, რასაც არაერთი აჰყვა ევროპაშიც და აქაც, რომ იქნებ, მანკიერება ღირებულებაშია. პრობლემა ჩემში კი არ არის, რომ სისუსტეები მაქვს და ბარიერები ვერ გადავლახე სრულყოფილების ხატისკენ სწრაფვაში. იქნებ ღირებულებაში აღმოვაჩინოთ პრობლემა და განვთავისუფლდეთ საერთოდ ღირებულებისგან. ღირებულებისგან განთავისუფლება ეს თავისუფლებისგან გათავისუფლებაა“, – აღნიშნა მაღრაძემ.

Cesko