ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა! – ახალგაზრდა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და საშინელ ავარიაში მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

0
622
21 Views

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 22 წლის ბიჭია. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 2 ადამიანი, ისინი ფოთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, დაღუპული ახალგაზრდა სოფელ აცანაში ცხოვრობდა და შემთხვევის დროს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

“ინფო რუსთავი”

Cesko