„რეჟისორმა პირდაპირ სცენაზე ჩამოიხრჩო თავი… ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა” – რას წერს პოეტი ქუთაისის თეატრში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ?

0
2212
27 Views

პოეტი ზ. ბუდაღაშვილი გუშინ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და მიმართვას აქვეყნებს.

“გუშინ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, რეჟისორმა პირდაპირ სცენაზე ჩამოიხრჩო თავი. ე.წ “სელებრითები” რა თქმა უნდა წერენ იმას, რისი დაწერის უფლებაზე მეტი არ აქვთ. იმიტომ, რომ მონები არიან.

“რეზი ეს რა გააკეთე”

“ნათელში იყოს შენი სული ძმაო”

“უნიჭიერესი ადამიანი დააკლდა ქუთაისს”

გულის ამრევია ეს ყველაფერი.

ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა, ისევე როგორც არ ყოფილა თვითმკვლელობა პაოლო იაშვილის ქმედება…

ეს არ ყოფილა 40 დიაზეპამის (0,5 მგ) დალევა და მერე ბფ ზე პოსტვა ყურადღების მისაქცევად.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ტრაგედიაა, მაშინ გულწრფელად მეცოდება ის ადამიანი. ეს არაა სახელმწიფო.

ეს, თვალებიანი ხორცის ნაჭრებით სავსე ქვეყანაა. სნობებით და უმეცრებით სავსე ქვეყანაა”, – წერს ბუდაღაშვილი.

Cesko