25 Views
ფოტო: თემატური
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სევდიანი, ამავდროულად სახალისო ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთი კარდიოლოგის დაკრძალვაზე მომხდარი ისტორია აღწერა.
გზავნილს უცვლელად გთავაზობთ:
“გარდაიცვალა ღვაწლმოსილი კარდიოლოგი და ამიტომაც განსაკუთრებული დაკრძალვა მოუწყეს ნათესაობამ და პაციენტებმა:
სამარე მორთეს გულის ფორმის უზარმაზარი და ულამაზესი თაიგულით, იგი გაიხსნა, მიცვალებული შიგ ჩაუშვეს და თაიგული დაიხურა…
ძალიან გულის ამაჩუყებელი სანახაობა იყო, მაგრამ ერთ-ერთ დამსწრეს სიცილი აუტყდა და მას ყველა მწყრალად მიაჩერდა.
მამაკაცმა როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა და მოიბოდიშა: – მაპატიეთ, მაგრამ ჩემი გასვენება წარმოვიდგინე. მე გინეკოლოგი გახლავართ“