პრემიერის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა

0
191
23 Views

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა – რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 18:30 საათზე დაჯდება.

პროფესიონალი მებრძოლი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. ვრცელდება ცნობები, რომ თოფურიამ შეხვედრის დაწყებამდე შესაძლოა, ჩემპიონის ქამარი წარადგინოს.

ცნობისთვის, ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.

Cesko