ცოლი და სიდედრი ამოხოცა, შვილებს დაურეკა და შოკისმომგვრელი რამ უთხრა – ნახეთ რა გაუმხილა შვილებს ყოფილმა პოლიციელმა, სანამ თავს მოიკლავდა

0
4524
25 Views

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„იშვიათად ვხვდებოდით. წყნარი ოჯახი იყო. გორშიც აქვთ სახლი. ხან იქ მიდიოდნენ. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია“,- ამბობენ ადგილობრივები.

მომხდარის სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც პეტრიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ამიტომ, ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობა და თვითმკვლელობა სწორად მძიმე ემოციური ფონის გავლენით შეიძლებოდა ჩაედინა.

ასევე, ახლობლები ჰყვებიან, რომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ პეტრიაშვილმა შვილებს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო, შვილებმა კი პოლიციას მიმართეს. ვიდრე ადგილზე სამართალდამცველები მივიდოდნენ, ხვთისო პეტრიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Cesko