24 Views
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ლია სვანიძე.
პროფესორმა ლია სვანიძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სრული კურსი, სადაც მისი პედაგოგები ქართული ფსიქოლოგიური სკოლის კორიფეები გახლდნენ.
1983 წელს მას ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. არა ერთი ათეული წელიწადის მანძილზე მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეჭირა ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.