„ამას ვაკეთებთ და რომელი უნიჭოც იდეას მომპარავს, დავწყევლი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
397
30 Views

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ახალი იდეის შესახებ წერს.

„ახალი რესპუბლიკის retreat-ის დროს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი რომ მინდა სტრატეგიული ფოლისი ვიდეო გეიმის გაკეთება, სადაც ავაშენებთ ახალ რესპუბლიკას.

მინდა რომ მოთამაშეებმა თვითონ დაგეგმონ ბიუჯეტი, თვითონ დაგეგმონ თავდაცვა, თვითონ ააწყონ განათლების სისტემა, თვითონ ააწყონ სოფლის მეურნეობა …

მოკლედ, რესპუბლიკა შექმნან და ამით გაერთონ და თან მიხვდნენ, რომ ქვეყნის მართვა “ლობიოობა” არაა…

ახლა დავიწყებ ლაპარაკს ვისაც ეს საქმე კარგად ესმის, იმ ხალხთან.

სცენარის მრავალსახეობას თავადაც ავაგებთ, რომ რამდენიმე გზა იყოს.

დავწერ პროექტსაც – ინდი ვიდეო გეიმების ბიუჯეტი 50k – 750k დოლარამდე მერყეობს, ჩვენ სადღაც შუაში ვიქნებით.

ნუ ალბათ საერთაშორისო გამჭვირვალობის მულტფილმივით გენიალური ვერ იქნება, მაგრამ მაინც ვიშოვით ფულს.

ვისაც ეს საქმე ესმის და აინტერესებს, feel free, რომ დამელაპარაკოთ.

მოკლედ, ამას ვაკეთებთ და რომელი უნიჭოც იდეას მომპარავს, დავწყევლი – არ გამოუვა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Cesko