“ქ.თესალონიკის ემიგრანტთა ჯგუფში“ გავრეცელებული ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ნაცნობები ემშვიდობებიან.
“გარდაიცვალა 56 წლის ასაკში ჩვენი ნატო, ერთი ცხოვრება გვაკავშირებდა აქ ემიგრაციაში.
სამუდამოდ ინებე გადასახლება იმიერში, დაგვტოვე უამრავი ლამაზი მოგონებების ამარა და შენი ამქვეყნად უკვე აღარ ყოფნის გამოწვეული უსაზღვრო ტკივილით სიმშვიდე და საუკუნო სასუფეველი შენს ლამაზ ტანჯულ სულს. მოგვენატრები, უფლის ნებაა ყველაფერი და მისი ნებით ჩვენც იქ მოვალთ, როცა ამოვწურავთ ჩვენს მიწიერ მისიას. იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები და შენი ოჯახის ტკივილით გამოწვეული თანაგრძნობა, უფალს ებარებოდეს შენი ტანჯული სრული ნატ.
საბოლოო გზაზე ვაცილებთ ჩვენს ნატოს შაბათს, 4 თებერვალს, საღამოს 8 საათზე. პანაშვიდი ორეოკასტრო მელინა მერკურის 9, პირველი სართული. გასვენება 5 თებერვალს კვირას 12 საათზე პალიოკასტროში ეკლესია აგიო თანასიო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.