დიდი სკანდალი ქართული “ვოისის” ირგვლივ, თამარ ივერი მამხილებელ წერილს აქვეყნებს – „სირცხვილია საზმაუ! თურმე უკვე კარგა ხანია ამ გოგოსთვის საევროვიზიო ტანსაცმელს კერავდნენ“

0
935
25 Views

საოპერო მომღერალი, თამარ ივერი ჯგუფი “ალეგროს” “ვოისის” ნახევარფინალიდან გათიშვას და შემდეგ ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას სკანდალურად გამოეხმაურა:

“რა სამარცხვინო ბრალდებებია საზ. არხის მიმართ!!

ტარდება კონკურსი, სადაც “შეფუთვა უფრო ფასობს, ვიდრე შიგთავსი”!!

სადაც, ცნობილი საოპერო მომღერლების დახასიათებებს და ვიდეომხარდაჭერებს (მათ შორის ჩემს) ფეხებზე იკიდებენ და ყველაზე პროფესიონალ ჯგუფს, მენტორზე ძალადობით და შემდგომ მისი ორაზროვანი განცხადებით: თქვენ იმდენად დიდები ხართ რომ არ იმსახურებთ ამ ფინალს(!) კონკურსს ატოვებინებენ.და რისთვის?? რომ რაღაც კარგი, რაღაც უკეთესი, რაღაც იშვიათი და კლასიკური თავიდან მოიშორონ და ისევ “ვედრო ლარად” ფასეული თრეში დატოვონ. (ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა) საუკეთესო ბავშვებს ნელნელა თიშავენ კონკურსიდან, რადგან მოუსუფთაონ გასამარჯვებელი ადგილი ნაცრისფერ “среднякობას”,

და როგორც უკვე აქტიურად ამბობენ, მონაწილე ვინმე ირუ ხეჩანოვის პერსონალური გუნდი… თურმე აქტიურად ძალადობს მენტორებზე, მათ შორის თავად ამ გოგოს მენტორზე, რათა საკუთარ ფავორიტს ჯიბეში ჩაუდოს გამარჯვება (იყოს მაინც დონე შესაბამისი) და ამისთვის ისინი ყველაფერზე მიდიან.

თავად ერთი მენტორის განცხადება მოვისმინე, თმები ყალყზე დამიდგა, სადაც ის ამ გოგოს გუნდის ძალადობის უკვე აუტანელობაზე საუბრობს და თუ რა გაუსაძლისი გახდა ეს სიტუაცია უკვე მისთვის!!!

ასევე, თავად მენტორი ბატონი დავით ევგენიძეც კი ამ უსამართლობების და ზეწოლის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა.

სირცხვილია საზმაუ!!! სირცხვილია პროექტის ასე “ბრძოლა წესების გარეშე” ფორმატში ჩატარება!!

როგორც ვიგებთ, თურმე უკვე კარგა ხანია ამ გოგოსთვის საევროვიზიო ტანსაცმელს კერავენ, საევროვიზიო კლიპიც უკვე მზად არის, კულუარებში თავს თავადვე უკვე გამარჯვებულად თვლის, თურმე უკვე შექმნილია რაღაც გაურკვეველი დატვირთვის რქებიანი ეშმაკის გოგოს იმიჯი, რითიც ის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით უნდა წარსდგეს(!) და ამ ყველაფერს უნდა დაერქვას “ვოისი”ს ფასადური წარმატებითი ჩატარება და საქართველოს “წარმატებული” მონაწილეობა ევროვიზიაზე.

ჰმ, მართლად მკვდარსაც რომ გაეცინება მუხათგვერდიდან ისეთი სიტუაციაა.

მოკლედ, როგორც კულუარებიდან კი არ ჟონავს… უკვე “დიდი ნაპორით” ასხავს ინფორმაცია, „ვოისი“ მართლაც რომ დაემსგავსა ერთ დიდ კრივის რინგს, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ იმ ბრძოლებში ძლიერი იმარჯვებს, ხოლო ეს კი ერთი ვეებერთელა დადგმული ფარსია, სადაც ვითომ ხალხის სმს-ბის ნიადაგზე წყდება მომღერლების ბედი.

ვწუხვარ, რომ თუნდაც ვიდეომიმართვის საშუალებით მომიწია შეხება ამ ტრაგიკომედიურ ფარსთან, ნამდვილად არ ღირდა „ალეგროს“ დონის ანსამბლის გასვრა ამ წინასწარ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში.

საქართველოს კი უკვე ვულოცავ საქართველოს სახელით, ეშმაკის რქებუნებიანი იმიჯის გოგოს წარგზავნას ევროვიზიის კონკურსზე. კარგი სიმღერით ვერ გვეღირსა იქ გამარჯვება და იქნებ საქართველოს ასეთმა “რქებიანმა”იმიჯმა უფრო გაჭრას! ისე, იქ ისეთები მოსულა რომ არც ეს გამიკვირდება. უბრალოდ… საქართველოს სახელის გაჟღერება “გატეხავს” ამ რქების და საშუალოობის ზეიმის ფონზე მეტი არაფერი.

ვააჰ მართლაც ბრავო! რა იმ “ვოისის” რეჟისორს, ვისი მხრიდან ზეწოლაზეც ყველა საუბრობდა კულუარებში!

გავლენაც ამას ჰქვია, დაზოგადოებრივი ტელევიზია დააჩოქოს და ერი “აბოლებინოს” მათი სმს-ბის სამართლიანობაზე, ქვეყნის წამყვანი პროექტი – თვეების მანძილზე მისი “ჯიბის პროექტის” დონეზე დაიყვანოს და არხზე თუ მენტორებზე პერმანენტული ზეწოლის ფონზე ბოლოს მაინც მიაღწიოს მიზანს მისი სასურველი კანდიდატის გამარჯვების მიღწევით!

ნუ, ამის შემდეგ მართლაც რომ:

no words! როგორც იტალიელი მაფიოზები იტყვიან:

Padrino, bacciamo le mani!

ეჰ, როგორც კუზიანი არ გასწორდება, ისე ამ ქვეყანას არაფერი გამოასწორებს… საზმაუმ მისი დავალება 5-იანზე შეასრულა. ახლა ევროვიზიაზე “ტრიუმფალურ გამარჯვებას” ველით! რადგან ამ Padrino რეჟისორის იმედი გვაქვს, რადგან იქაც ჟანგბადს გადაუკეტავს ევროზონის ყველა ქვეყნის ჟიურის სანამ მისთვის სასურველ რეზულტატს არ დაადებინებთ!” – დაწერა თამარ ივერმა.

Cesko