(ვიდეო) ლავროვი: საქართველოს მთავრობა, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით!

0
994
22 Views

„საქართველოს მთავრობა, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად აქციოს.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, დიდება უფალს რომ ის არ საზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს და უფრო საცერემონიო ფუნქციებს ასრულებს, არის მთავრობა, ( მე არ მინდა, რომ ვინმემ იფიქროს რომ მე ეხლა ამ ხელისუფლების კომპრომენტირება მინდა პოზიტიური სიტყვებით მათი საქმიანობის შესახებ) , მე უბრალოდ ვციტირებ მის პრემიერს, მის მინისტრებს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს, ასეთი ტერმინოლოგიაცაა უკვე : “გახსნან მეორე ფრონტი”, ისინი აცხადებენ, რომ „ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს და ეს პასუხობს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ საქართველო გადააქციონ კიდევ ერთ გამაღიზიანებლად, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“, – განაცხადა ლავროვმა.

Cesko