ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საქართველოს სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენის, ანასტასია გუბანოვას გამარჯვებას ეხმაურება და წერს.
„ესე იგი, ამ ანასტასია გუბანოვას ამბავი რომის პაპზე ტოლერანტულებმა ეგრევე ეთნიკურობასთან დააკავშირეს, რუსი რომაა იმიტომ არ გაგიხარდათო. შეიძლება ვიღაცას ამის გამოც არ გაუხარდა (არ ვიცი), მაგრამ ჩემთვის მისი ეთნიკურობა მეასეხარისხოვანი ამბავია.
სპორტსმენის წარმატებასთან რაიმე ემოციური ბმა რომ მქონდეს, ეს სპორტსმენი რაღაცით მაინც უნდა იყოს დაკავშირებული ჩემს ქვეყანასთან. მაგალითად, შეიძლება არ იყოს ქართველი, მაგრამ იყოს ქართული სპორტული სკოლის აღზრდილი (ვიქტორ სანეევი რუსი იყო, მაგრამ ქართველებმა მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დავასახელეთ).
ან შეიძლება მეროე ვარიანტი იყოს: უცხოური სპორტული სკოლის აღზრდილი იყოს, მაგრამ წარმოშობით იყოს ქართველი. ანუ რაღაც მაინვ აკავშირებდეს საქართვლეოსთან
ანასტასია გუბანოვას შემთხვევა კი არცერთი არაა. შესაბამსიად მისი შედარება გუცავეთან, ან ვინმე სხვა ქართველ სპროტსმენტან სრულიად არაადეკვატური საქციელია. მან 2021 წელს გადაწყვიტა საქართველოს სახელით გამოსვლა, რადგან რუსეთში კონკურენციას ვერ უძლებდა (ახლაც დიდი ალბათობით იმიტომ მოიგო, რომ ტურუნირზე რუსეთი არ იყო დაშვებული) . ჩვენს ქვეყანაში ამ ტურნირის წინ ტურისტვით ჩამოიყვანეს (საჭმელი მომეწონაო) და სულ ესაა მისი კავშირი საქართვლეოსთან. დრემდე პეტერბურგში ვარჯიშობს რუს მწვრთენელბთან.
მისი მედალი, რა თქმა უნდა, ფორმალურად დიდი წარმატებაა ქართული სპორტისთვის, რადგან პირველად ავიღეთ სპორტის ამ სახეოპბაში ოქრო, პირადად მას სულით და გულით ვულოცავ, რადგან არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ისევ ფიგურული სრიალის რუსული სკოლის გამარჯვებაა. შესაბამსიად მისი გამარჯვების მნიშვნელობას კი ვანცობიერებ, მაგრამ ემოციური ბმა ვერ მაქვს. სულ ესაა. ვისაც გავქთ გაგიმარჯოთ!
ვახ, რავა ყველაფერი უნდა დაგიღეჭოთ!“ – წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენი 2021 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის.
https://tia.ge/