“ფული არ გვაქვს, დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა” – სააკაშვილი

0
450
24 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუს დროს, გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ადვოკატებისა და ექსპერტების დიდი რაოდენობის ფინანსურად შენახვას, ასე უპასუხა:

“დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც ფული არ გვაქვს – არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტროკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”

Cesko