მელია და ხერხეულიძე მიშას სახელზე მომჯდარი პარაზიტები არიან – რაში ადანაშაულებს მათ მაია ორჯონიკიძე

0
661
18 Views

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯინიკიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ეკა ხერხეულიძესა და ნიკა მელიაზე წერს:

“მელია და ხერხეულიძე განუყოფელი წყვილია, არცერთს არ აუშენებია ბათუმი, შეუქმნია პატრული ან რაიმე ღირებული არც 2012 წლამდე და არც მას მერე. ეს უპროფესიო ხალხია, მიშას სახელზე მომჯდარი პოლიტიკური პარაზიტები,რომელთაც უსასრულოდ უნდათ საკუთარი კეთილდღეობის გახანგრძლივება ხალხისა და საქართველოს გაუბედურების ხარჯზე, ოლიგარქთან გარიგებაში ყოფნით.

მიშას პარტია უნდა დაიბრუნონ მიშას მხარდამჭერებმა, რადგან დღეს ნაცმოძრაობა “ანტი-მიშა” ხალხის ხელშია და რაც ყველაზე უგვანოა-ღიად ამაზე არცერთი არ ლაპარაკობს, იმდენი გამბედაობაც კი არა აქვთ. წელიწადზე მეტია კაცს აწამებენ,ტანჯავენ,კლავენ და ამათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ ხალხში მიშას დაპატიმრებით გამოწვეული პროტესტი ჩაეხშოთ და ფაქტი სახეზეა-აღარავინ გამოდის ქუჩაში და არც გამოვა,სანამ პარტიას ისინი უხელმძღვანელებენ,ვინც ხალხის ნდობა სამუდამოდ დაკარგა.”– წერს მაია ორჯონიკიძე.

Cesko