22 Views
„მაშ, ვინ წყვეტს, რა მოხდება? ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის ზელენსკი. იმის შესახებ, თუ რა მოხდება გაზაფხულზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა. ცხადია, ამაში დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკები გააგზავნა“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს.