18 Views
“ღამის პრაიმ ტაიმი” კიდევ ერთმა წამყვანმა, ანი ჩირაძემ, დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი, “ქართული ტელევიზია • Georgian TV” ავრცელებს.
„როგორც ჩანს, “ღამის პრაიმ ტაიმი” 6 წამყვანიდან 5-მა დატოვა.
ძველი შემადგენლობიდან შოუში მხოლოდ ნინო ჩხეიძე დარჩა. არადა გადაცემა ჯერ 1 წლისაც არაა!
ბოლო თვეებში გადაცემა ცალ-ცალკე დატოვეს:
ბაჩო კოლელიშვილმა
ავთანდილმა
ზურა ხაჩიძემ
ნიკოლოზ ხაჩიძემ
და ახლა უკვე ანი ჩირაძემ
ამრიგად, გადაცემას ახლა მხოლოდ 2 წამყვანი ჰყავს, ნინო ჩხეიძე და მოგვაინებით შემატებული გიორგი ნაზღაიძე.
დააფასეთ პრაიმშოუს სიმტკიცე”, – წერია გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.