21 Views
5 წლის ანასტასია ტატულაშვილის საფლავიდან სათამაშო მოიპარეს.
ბავშვის ბებია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი ახალ წელსაც მოხდა.
თამრიკო ხიზამბარელი გვიყვება, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე ქურდობის სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა, როდესაც სასაფლაოდან ჯვრები მოიპარეს.
„მაპატიეთ მაგრამ გულმოსული ვარ და მინდა დავწერო, ნათლისღებას ნათლიამ ნათლულს სათამაშო მიუტანა საფლავზე, მიდის ვიღაც და მიაქვს (პირველი შემთხვევა არაა) ვინც ამას კადრულობს რა თქმა უნდა ჩვენი უბნიდანაა… კარგით რა. პატივი ვცეთ ერთმანეთს!“, – წერს ბავშვის ბებია.
primetime.ge