გარდაცვლილია ქართველი ახალგაზრდა! – ,,განგებამ არ გაცადა, 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე…”

0
317
18 Views

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს და გარდაცვლილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

,,გარდაიცვალა იტალიაში მილანში ახალგაზრდა ემიგრანტი 33 წლის ონისე ქობალია. უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას.

ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს იზო ქობალიას, ფატიმა ბულიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ონისე ქობალია. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

ღმერთმა ნათელში გამყოფოს ონო იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ…

თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა…

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა,როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

Cesko