„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სამწუხაროა – ადამ კინზინგერი

0
538
19 Views

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს.

კინზინგერი ტვიტერზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

„ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სამწუხაროა“. – დაწერა ადამ კინზინგერმა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა. რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ  „შეგნებულად ხდება [სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით] ცრუ ინფორმაციის გავრცელება“

„ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას

Cesko