ხაბეიშვილი აპირებს მომხრეებთან ერთად შევარდეს და გამოიხსნას სააკაშვილი – ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა პირდაპირ ეთერში თავისი ჩანაფიქრი გაამხილა

0
745
20 Views

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი გადაცემა “რეაქციაში”, ინგა გრიგოლიას კითხვაზე: “შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?”, პასუხობს, რომ დიახ, თუ საჭირო გახდება ამასაც გააკეთებს.

“როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ჩვენსა და ევროკავშირს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური. მე არ ვაპირებ, მათ შორის ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახო”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

კითხვაზე: “შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?” ხაბეიშვილი პასუხობს:

“თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ”.

Cesko