“შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?” – ინგა გრიგოლია ლევან ხაბეიშვილს

0
1952
20 Views

“ვაპირებ, კოალიციია შევქმნა ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ, პოლიტიკოსებთან სიარულს”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.

ხაბეიშვილი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, “ყველა რაიონში მიშას გადარჩენის ოფისები გაიხსნება”.

არ ვაპირებ, ადამიანები ქალაქ-ქალაქ სასეირნოდ ჩავიყვანო. არ ვაპირებ, რომ პირველივე ბარიკადი, იქნება ასეთი წინააღმდეგობები და ხელები ჩამოვუშვა და ვთქვა, ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება უკვე კანონგარეშეა, “რუსულ ოცნებას” ღია მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული რუსეთისთვის. ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და როცა ხელისუფლება ფაქტობრივად კანონგარეშეა, როცა ოლიგარქიზაციაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ბარიკადი, რომელიც ჩვენ წინ იქნება არ გადავლახო”- თქვა ხებეიშვილმა.

კითხვაზე, “შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?”, ხაბეიშვილმა დადებითად უპასუხა: “კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებ”.

მისი თქმით, დღეს, საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბედზე და ქვეყნის მომავალზე.

Cesko