სასწრაფოდ! “კატასტროფული მდგომარეობაა” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

0
672
44 Views

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეს. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მორიგი ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. დახმარება ეწევა, გადასხმები კეთდება, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება და ყოველდღე უარესად ხდება. შედეგი ამ მკურნალობას არ აქვს. ხომ ხედავთ, როგორი ინტერესია დასავლეთიდან! ეს ამათ ასე არ შერჩებათ. დამხმარე საშუალებითაც კი ვერ გადაადგილდება. იმდენად არის დასუსტებული, რომ იმითაც ვეღარ დადის“, – აცხადებს გიული ალასანია.

Cesko