23 Views
ბლოგერი გივიკო დიდია საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:
,,დღეს პოზიტივი ვერ იქნება სამწუხაროდ…
ძალიან არ მინდოდა ასეთი პოსტის დაწერა, მაგრამ საშინელი დღეა!
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ…
ვცდილობ ხოლმე თავი ავარიდო ამდენ უბედურებას, ცუდი ინფორმაცია არ მივიღო, მაგრამ არ გამომდის. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ განადგურებულ ადამიანებს, ვერაფრით ანუგეშებ ასეთ დროს…
გაუფრთხილდით ერთმანეთს… გიყვარდეთ და დააფასეთ. მერე გვიანი რომ აღარ იყოს! გახსოვდეთ, სიტყვას და სურვილებს დიდი ძალა აქვს… სიყვარულით გივიკო”, – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.