„ამ­ბო­ბენ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სი­რე­ნებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნაო…” – სად დაიბადა, როგორ ცხოვრობდა და რატომ მოაწყო სისხლიანი ღამე ყოფილმა სამხედრომ? (ახალი დეტალები)

0
5526
62 Views

სა­გა­რე­ჯო­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მას შემ­დეგ, რაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან სრო­ლა ატყდა. შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. ასე­ვე დაჭ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე პირი, მათ­გან ერთი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნა. მისი მდგო­მა­რე­ბა მძი­მეა. რო­გორც გა­ირ­კვა, პირი, რო­მელ­მაც სრო­ლა ატე­ხა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი იყო. მან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე თავი მო­იკ­ლა.

49 წლის მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და მას­თან შვი­ლი სტუმ­რად მი­დი­ო­და ხოლ­მე. მისი მე­ზობ­ლე­ბი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბი­ან, რომ ათუ­აშ­ვი­ლი სო­ფელ მა­ნა­ვი­დან იყო და სა­გა­რე­ჯო­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და.

“ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი სო­ფელ მა­ნა­ვი­და­ნაა, აქ ქი­რით ცხოვ­რობ­და. ის მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო და მა­მას შვი­ლი დრო­ და დ­რო სტუმ­რობ­და. ნო­და­რი ავ­ღა­ნეთ­ში მსა­ხუ­რობ­და, რო­გორც ჩანს, ომში ფსი­ქი­კა და­უ­ზი­ან­და. წუ­ხელ, როცა ეს ამ­ბა­ვი და­ატ­რი­ა­ლა, არ ვი­ცით მთვრა­ლი იყო, თუ ფხი­ზე­ლი. ჩვე­ნი კორ­პუ­სი კლინ­კა “ჯეო ჰოს­პი­ტა­ლის” მახ­ლობ­ლა­დაა, ამ­ბო­ბენ, თით­ქოს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სი­რე­ნებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნაო.

თავ­და­პირ­ვე­ლად აივ­ნი­დან რა­ღა­ცე­ე­ბის გად­მოყ­რა და­უ­წყია, მერე ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი უს­ვრია. მე­ზობ­ლებს ეგო­ნათ, ბავ­შვე­ბი პი­რო­ტექ­ნი­კას აფეთ­ქებ­დნენ ეზო­ში, მაგ­რამ მერე ავ­ტო­მა­ტის ხმა და ადა­მი­ა­ნე­ბის ყვი­რი­ლი რომ გა­ვი­გეთ, მივ­ხვდით, ცუ­დად იყო საქ­მე. ნო­დარ­მა კორ­პუ­სის წინა მხა­რეს და­ი­წყო სრო­ლა, იქ მდგა­რი ორი ბიჭი დაჭ­რა, მერე უკა­ნა მხა­რეს გა­ვარ­დნი­ლა და მე­ო­რე აივ­ნი­დან უს­ვრია. ამ დროს დაჭ­რა მა­ღა­ზია “იო­ლის” გამ­ყიდ­ვე­ლიც.

ვინც დაჭ­რი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვი­და, იმ ხალ­ხსაც და­უ­ში­ნა ავ­ტო­მა­ტი. ამ დროს მოკ­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი და მერე თა­ვიც მო­იკ­ლა, სა­ში­ნე­ლი რამ დატ­რი­ალ­და, აქამ­დე შო­კი­დან ვერ გა­მოვ­სულ­ვართ. მთე­ლი სა­გა­რე­ჯო შეძ­რუ­ლია”, – ჰყ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მა­ნავ­ში კი ამბობენ, რომ მას შემ­დეგ, რაც ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლი სოფ­ლი­დან წა­ვი­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

“სახ­ლში სა­ნა­დი­რო და­ნებს აკე­თებ­და, ისიც ვიცი, რომ “მა­კა­რო­ვი” ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რაც სა­გა­რე­ჯო­ში წა­ვი­და, კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია. ავ­ღა­ნეთ­შიც არის ნამ­ყო­ფი. სულ ჯარ­ში იყო და ია­რა­ღი რომ ჰქო­ნო­და სახ­ლში, არც გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და. დე­და­მი­სი მცხე­თის მო­ნას­ტერ­შია მო­ნაზვნად”, – ამ­ბო­ბენ მა­ნა­ვე­ლე­ბი.

ambebi.ge

Cesko