რუსი ტელეწამყვანი, ბორის კორჩევნიკოვი ქართველი მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
“კიკაბიძე ამ ქვეყნიდან როგორ წავიდა არ ვიცი, მაგრამ ამ საიდუმლოებაში ადამიანი ყოველთვის მარტოა ღმერთთან. შეიძლება ბევრი რამ მოინანია. კიკაბიძეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსა და ცილისწამებაზე უარი არასოდეს უთქვამს.
ამიტომ, ეს ადამიანი სამუდამოდ დარჩება ჩემთვის, სამწუხაროდ, როგორც პროპაგანდისა და უმადურობის სიმბოლო. ყველასათვის საყვარელი ბუბა, სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვინ იქნებოდა რუსეთის გარეშე? არავინ.
არ არსებობდა ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა ეკრანის, თეატრის და რუსი მაყურებლის გარეშე. მან შეაფურთხა იმ ქვეყანას, რომელიც მას ზრდიდა. სადაც კი შეეძლო იტყუებოდა ოსეთის ომზე, მაიდანზე, შემდეგ კი უკრაინის ომზე. ცუდია თუ მონანიების გარეშე წავიდა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაიწყებ, მთავარია სად დაამთავრებ“, – წერს რუსი ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: tia.ge