“თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდა, დამისვამს კითხვა, ნამდვილია, თუ არა?…” – მელია გრიგოლიას

0
2054
44 Views

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან” პასუხობს ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვას, იმ ფარულ ჩანაწერზე, რომელიც მას გამოუქვეყნეს მინაწერით, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს აგინებს და ეკითხება მას, არის თუ არა, ჩანაწერის შინაარსი ნამდვილი და აგინებს, თუ არა, მიხეილ სააკაშვილს.

აქვე ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებამ მას ლამის ცხოვრება გადაუტრიალა.

ნიკა მელია:

–უკანონო გზით მოპოვებული ჩანაწერები არის იმდენად დიიდ სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა… დიახაც… უკანონო ჩანაწერი ერთია და ამ ჩანაწერებს დაატარებდნენ, ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს, ეს ხომ ნაციონალური მოძრაობის ბევრმა აქტიურმა წევრმა იცის. გავრცელდა ეს ჩანაწერი და შემდეგ დაგმეს და რა პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, ვისაც მოასმენინეს? გამოვიდნენ, ნიკა მელიას მეგობრები და თქვეს, ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია, არადა სუსის გავრცელებულიაო. მე როცა ვიცი, კონკრეტული პირები როგორ დაატარებდნენ ამ ჩანაწრეებს ახლა რა ვთქვა, რომ სუსმა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ? და ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს? დიახაც, მე ზუსტად ვიცი, ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელებს შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნებზე. ჩემთვის ამოუხსნელი იყო, რატომ დააყენეს ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად, თორიულ შანსსაც ვერ ვხედავდი მისი გამარჯვების, ალბათ, ამ ბატონს, ეგულებოდა ეს ჩანაწერი და იფიქრა, რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე მელიას, მე იქ ჯოკერი მაქვს, ამას გავავრცელებინებ ვიღაცას და გაავრცელებინეს იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს 24 საათი… ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ და სინამდვილეში პირიქით მოხდა და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. თუკი რამე არ მომწონდა ნაციონალური მოძრაობაში, ზუსტად ეს მეთოდები. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ბევრად მეტს იკადრებს.

ინგა გრიგოლია:

–ჩანაწერებზე არ მიპასუხეთ

ნიკა მელია:

–რატომ უნდა გიპასუხოთ ამაზე მეტი?

ინგა გრიგოლია:

–ეს ჩანაწერები რასაც იქ ამბობთ, რაზეც იქ საუბრობთ, არის ნამდვილი?

ნიკა მელია:

–თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდა, დამისვამს კითხვა, ნამდვილია, თუ არა?

ინგა გრიგოლია:

–აა, ჩემი ჩანაწერები შეეხებოდა ჩემს პირად ცხოვრებას და ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი იყო და სხვათა შორის, მე ვთქვი რომ ეს გადაღებულია, 2011 წელს, და მერე ქოცებმა გვაშანტაჟეს მაგით… არ გინდათ საუბარი? კარგი, კი ბატონო.

Cesko