24 Views
სოციალურ ქსელში სასაცილო ისტორია ვრცელდება.
გარდაბანში ერთ მამაკაცს მაღალი წნევა ჰქონდა. ოჯახის წევრებმა ექიმს დაურეკეს. მან კი ტელეფონით ურჩია – ჩემს მოსვლამდე, ავადმყოფს ენის ქვეშ კაპტოპრილი ჩაუდეთო!
გამოძახებაზე მისულ ექიმს ყბაახვეული და ისევ მაღალწნევიანი პაციენტი დახვდა.
ექიმი გაოცდა – ყბა რატომ აქვს ახვეულიო?!
ამათმა – რაღა რატომო? როგორც გვითხარით, ენის ქვეშ ჩაუდეთ, მაგრამ ყბა რომ დაეღალა და ვეღარ იჭერდა, ავუხვიეთ, რომ არ გადმოვარდნოდაო.
– რა რომ არ გადმოვარდნოდაო?! – გაგიჟდა მკურნალი.
– კარტოფილიო! – მიუგო ოჯახმა.