გაირკვა დაღუპულის ვინაობა – მგზავრებით სავსე მანქანა ახლახანს თოვლში მოცურდა და ხევში გადაიჩეხა

0
1117
20 Views

საზარელი ავარია მოხდა ცოტახნის წინ სიღნაღში, ნუკრიანი – ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანა ყინულზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ვრცელდება ხევში გადავარდნილი ავტომანქანის ფოტოებიც. გარდაცვლილი ქალბატონი ანა შაიშმელაშვილია, რომელიც სიღნაღის მერიაში მუშაობდა.

სამწუხაროდ ორი მგზავრი ასევე საავადყოფოში  გადაყვანეს. ერთ-ერთი მძიმედ არის დაშავებული.

არსებული ინფორმაციით, სტაციონარში მოთავსებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მუნიციპალური საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

Cesko