თბილისში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

0
511
234 Views

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

როგორც  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, მათთან ახალგაზრდა მამაკაცი ტრავმული შოკით შეიყვანეს და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები. პაციენტი გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე.

ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილი ორი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.

Cesko