“დემენცია ფსიქიკური აშლილობაა, თუმცა, ის ნიჭიერი მსახიობია, კარგად ასრულებს, მაგრამ ვაფრთხილებ- მიხაილ ნიკოლოზოვიჩ, როლში არ ჩარჩეთ!” – მარკ ბურნო, ფსიქიატრი

0
19934
38 Views

შემოგთავაზებთ სააგენტო tb24-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს:

გვესაუბრება ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემიის ფსიქოთერაპიისა და სექსოლოგიის განყოფილების პროფესორი, დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ასოციაციის წევრი, მარკ ბურნო.

“დემენცია -ფსიქიკური აშლილობაა. ჩემი აზრით, თუ ამერიკელები მაინადამაინც დემენციის დიაგნოზს დასვამენ, ეს იქნება ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული დემენცია, რაც ასევე იწვევს პერსისტენტულ ამნეზიას. ის ნიჭიერი მსახიობია, კარგად ასრულებს, მაგრამ ვაფრთხილებ, მიხაილ ნიკოლოზოვიჩ, როლში არ ჩარჩეთ! თქვვენ კი არა მრავალი ნიჭიერი მსახიობი შეჭრილა და სამუდამოდ დარჩენილა ტრაგიკულ როლში და ფატალურად დაუსრულებია სიცოცხლე”

 

ბატონო პროფესორო, ამერიკელი ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დემენცია აქვს. რა არის დემენცია და რა იწვევს მას?

ამერიკელებმა სჯობს საკუთარ მოსიარულე პაციენტს (მძინარე ჯოს) მიხედონ. ზოგადად კი დემენცია, ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გულისხმობს ინტელექტის , მეხსიერების და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას, ცნობიერების დაქვეითების გარეშე. იგი მუდამ პროგრესირებს. დემენციას იწვევს ბევრი დაავადება, მათ შორის თითქმის ნახევარ შემთხვევებში ალცჰაიმერის დაავადება.

უფრო კონკრეტულად, დემენცია გლობალური და გენერალიზებული აშლილობაა. დიაგნოზის დასმისას საჭიროა ორი ან მეტი კოგნიტური ფუნცქციის , ესაა: მეხსიერების, მეტყველების, აბსტრაქტული აზროვნებისა და მსჯელობის, ვიზუოპეცეპტუალური უნარების,პიროვნული თავისებურებებისა და სოციალური ფუნქციონირების ისეთი გაუარესება, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ და ოკუპაციურ აზროვნებაზე.

ასეთ დროს პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას. სხვა სიმპტომებია : ქცევის, მეტყველების, პიროვნული განწყობილების და აღქმის დარღვევები.

დემენციის მქონე პაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დელირიუმისადმი. დელირიუმი გარდამავალი მდგომარეობაა, რომელიც მერყეობს სიმძიმის ხარისხის მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობაში გამოჯანმრთელება ხდება 4 კვირაში ან უფრო ადრე, იშვიათობას წარმოადგენს დელირიუმი, ხანგრძლივობით 6 თვემდე.

დელირიუმი – ეს არის მწვავე , გენერალიზებული კოგნიტური დაქვეითება შეცვლილი ცნობიერების ფონზე.

ამ დროს მეხსიერება დაქვეითებულია უფრო მეტად ახალი , ვიდრე ძველი მოვლენების მიმართ. შედარებით შენახულია წარსული ცოდნა და გამოცდილება. დაქვეითებულია ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის უნარი.

ანუ, ისეთი სიტუაცია, რომელიც პაციენტისგან ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს ხშირად იწვევს განრისხებას და გლოვის რეაქციას ( „ კატასროფული რეაქცია“ ).

დემენციის გაუარესებასთან ერთად პიროვნება ნაკლებად ახერხებს თავის მოვლას და უგულვებელყოფს სოციალურ ნორმებს.

დამახასიათებელია დროში, ადგილსა და საკუთარ თავში დეზორიენტაცია, ქცევები ხდება უმიზნო. შესაძლებელია სახეზე იყოს სტერეოტიპია და მანერულობა. ასეთ დროს ადვილად აღმოცენდება მცდარი, უფრო ხშირად დევნის შინაარსის იდეები.

დემენციის დროს ქცევითი, აფექტური და ფსიქოზური სიმპტომები კოგნიტური დაქვეითების ხშირი თანმხლები ნიშნებია . ასეთ შემთხვევებში ხშირია ფსიქოზური ფსიქოზური სიმპტომები და ისინი გარდამავალი ხასიათისაა.

პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, სავარაუდოდ რასთან გვაქვს საქმე?

ასე პირდაპირ რთული სათქმელია, მაგარამ იმ კადრების ფონზე, იმ მასკარადის აღწერისას რაც მე ვიხილე, თუ ვიტყვით, რომ ეს არის ჰიდროცეფალია, რომელიც 50-70 წლის მამაკცებში გვხდება , ამ შემთხვევას ახასიათებს მენტალური შენელება, აპათია, შარდის შეუკავლებლობა, სიარულის მანერის აპრაქსია და ჩემის აზრით, თუ მაინცდამაინც ამერიკელები დემენციის დიაგნოზს დასვამენ, ეს იქნება ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული დემენცია, რაც ასევე იწვევს პერსისტენტულ ამნეზიას.

ანუ შესაძლოა ვთქვათ , თუ რეალურად მას დემენია აქვს,ცნობილი თანამემამულის კამოს ქცევები გაიმეოროს? რამდენად შესაძლებელია ასეთი ქცევების იმიტირება?

ისეთი გამოცდილი საერთაშორისო თაღლითისათვის, როგორიც სააკაშვილია არაფერია შეუძლებელი. ის ნიჭიერი მსახიობია, კარგად ასრულებს, მაგრამ ვაფრთხილებ მიხაილ ნიკოლოზოვიჩ, როლში არ ჩარჩეთ! თქვენ კი არა მრავალი ნიჭიერი მსახიობი შეჭრილა და სამუდამოდ დარჩენილა ტრაგიკულ როლში და ფატალურად დაუსრულებია სიცოცხლე.

წყარო: tb24

Cesko