უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გუშინ გაცემულ ბრძანებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პუტინი უკრაინის შესაჩერებლად შობის დღესასწაულის გამოყენებას ცდილობს.
„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში ცოტა ხნით და ჩვენს პოზიციებთან გადაიყვანონ მობილიზებულები, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა.
მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. ეს ინიციატივა რუსეთის პატრიარქს, კირილს ეკუთვნის.