19 Views
დღეს ლარისას საავადმყოფოში ექიმები უჩვეულო შემთხვევის წინაშე დადგნენ.
კერძოდ, სასწრაფო დახმარების მანქანით იქ ემიგრანტი ქალი მიიყვანეს, რადგან ყურის ძლიერ ტკივილს უჩიოდა. თავდაპირველად იფიქრეს, რომ საქმე რაიმე სერიოზულ ინფექციასთან ჰქონდათ, რომელმაც ტკივილი გამოიწვია, მაგრამ როდესაც ექიმებმა ქალს ყური შეუმოწმეს, შიგნით ტარაკანი აღმოაჩინეს, წერს georgians.gr
ემიგრანტ ქალბატონს, რომელიც სპეციალურ სტრუქტურაში ცხოვრობს, ტარაკანი, სავარაუდოდ, ძილის დროს თავსაბურავში შეუძვრა, საიდანაც გასასვლელი ვერ იპოვა და შედეგად ყურში შეძვრა.
საავადმყოფოს პერსონალიც ინფორმაციით, ქალს მწერი ყურიდან ამოუღეს და იმავე დღეს გაწერეს, რადგან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა