რუსეთის საგარეო უწყება – უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე იაპონიის მთავრობა რუსოფობიურ კამპანიას შეუერთდა – მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დიალოგი შეუძლებელია

0
496
21 Views

იაპონია არ ტოვებს ანტირუსულ კურსს, ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ნებისმიერი დიალოგი შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„აბსოლუტურად აშკარაა, რომ შეუძლებელია ასეთი დოკუმენტის [სამშვიდობო ხელშეკრულების] ხელმოწერის განხილვა იმ ქვეყანასთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციას იკავებს, წარმოთქვამს პირდაპირ მუქარას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ტოკიომ შესაძლოა გადახედოს თავის ანტირუსულ პოლიტიკას და ასევე ვერ ვხედავთ არსებული სიტუაციის გამოსწორების მცდელობებს”, – აღნიშნა რუდენკომ.

მისი თქმით, ადრე რუსეთი აწარმოებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან მშვიდობის, მეგობრობისა და მეზობლობის შესახებ სრულფასოვანი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოიცავს მითითებებს რუსეთ-იაპონური ურთიერთობების მთელი სპექტრის დაჩქარებული განვითარებისათვის.

„უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე კიშიდას ადმინისტრაცია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ რუსოფობიურ კამპანიას, რითაც გაანადგურა წლების განმავლობაში დაგროვილი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შედეგები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

Cesko