ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ გადმოჰყავდათ

0
1910
19 Views

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ახალგორელმა აქტივისტისა, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რადიო თავისუფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა ახალგორის გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილი ბავშვი, ელზა კუდუხოვია და ის 11:30-ზე გადმოიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც ნუგზარ თინიკაშვილი ფლობს და არც თამარ მეარაყიშვილი.

ცნობისთვის: ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.

Cesko