დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,
არც 7 მანდარინი და არც 3 ფორთოხალი გაგვიგორებია დღეს ნაძვის ხესთან, არც მანდარინის ტოტები გვიქნევია, არც 2 ლარიანები შეგვიყრია სახლში, არც ბაჭიებზე, კატებზე და ამგვარ ასტროლოგიურ მკითხავობებზე და სისულელეებზე დაგვიხარჯავს დრო, მაგრამ აღვასრულეთ ყველაზე მთავარი: ახალი 2023 წელი კვირა დღით დაიწყო და დღეს, 1 იანვარს, წელიწადის პირველივე დღეს ღმერთის სადიდებლად და სამადლობლად შევიკრიბეთ ჩვენს ტაძარში, მადლობა ვუთხარით სამყაროს შემოქმედს განვლილი წლისთვის, ყველაფრისთვის და შევთხოვეთ კურთხევა და შეწევნა ახლი წლის ყოველი დღისთვის. ახალი წელი დავიწყეთ ღმეთის დიდებით და ესაა ჩვენი “ბედიც”, “ბედობაც” და ყველაფრის განმსაზღვრელიც. ნეტარია ყველა, ვინც ლოცვით და უფლის დიდებით დაიწყებს ახალ წელიწადს.
P.S. ბედობა არ არსებობს. ბედობა არის სუფთა ცრურწმენა, სიცოცხლის ბორკილი და არაქრისტიანული წარმოდგენა ცხოვრებაზე.”