26 Views
სამედიცინო ცენტრ „საროველის“ დირექტორი, ალექსანდრე კვაჩიძე დღეს დაკრძალეს. სწორედ დღეს, 31 დეკემბერს ჰქონდა მას დაბადების დღეც, იგი 35 წლის გახდებოდა.
„მადლობა ბედნიერი 603 დღისათვის, სიყვარულისათვის, ერთგულებისათვის, პროფესიონალიზმისათვის, რომელიც „საროველს“ უხვად აჩუქეთ. თეთრი, ცრემლიანი 35 ვარდი გაგაყოლათ დღეს თანამშრომლებმა. 35 თეთრ საჰაერო ბუშტს (რომელთაც ერთი შავიც ერია, შეუსრულებელი 1 წლის გამოსარჩევად) წერილები შევაბით წარწერით: „მიყვარხარ ალეკო ექიმო“ და გავუშვით ცაში, როგორც მარადიული ხსოვნის და სინათლის სიმბოლო. მშვიდობით არა, ნახვამდის“, – წერია კლინიკის ადმინისტრაციის ფეისბუკ-პოსტში.
წყარო : tia.ge