ბავშვებში ღორის გრიპი მძვინვარებს! – რატომ არ მოქმედებს ეფექტურად სიცხის დამწევი მედიკამენტები და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა სახლის პირობებში?

0
3154
18 Views

ბევრი მშობლი აღნიშნავს, რომ წელს სეზონური ვირუსები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. მძიმე ავადობის ერთ-ერთი მიზეზია გრიპის ვირუსი, მათ შორის H1N1, რომელსაც ღორის გრიპსაც უწოდებენ.

სხვა ვირუსული დაავადებების უმეტესობისგან განსხვავებით, გრიპის ეს შტამი საკმაოდ მწვავედ იწყება. ბავშვს აღენიშნება ტემპერატურის მკვეთრი მატება და სწრაფად ვლინდება ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები: სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა. ცხელება, როგორც წესი, ფებრილურია (ანუ 38 გრადუსიდან და ზემოთ), ცუდად კონტროლდება სიცხის დამწევი საშუალებებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია H1N1 ტიპის A ვირუსის მაღალი ვირულენტობით (პათოგენურობის ხარისხი, ორგანიზმის დაინფიცირების უნარი).

პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს: სიცხე – ეს არ არის თავად დაავადება, არამედ მისი გამოვლინება. ეს არის ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ინფექციასთან საბრძოლველად (38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აფერხებს ვირუსების ზრდას და რეპროდუქციას ადამიანის ორგანიზმში). ამიტომ, სიცხის დამწევი საშუალებები გონივრულად უნდა გამოიყენოთ.

თუ ბავშვი 3 თვეზე მეტი ხნისაა და ჯანმრთელობის მხრივ რისკჯგუფში არ არის, რეკომენდებულია სიცხის დამწევი პრეპარატების მიცემა 38,5-39 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.

3 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვებისთვის, ასევე როგორც დაავადებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, სიცხის დამწევი საშუალებები რეკომენდებულია 38 – 38,5 გრადუსი სიცხის დროს.

როგორ დავწიოთ ტემპერატურა?

ამჟამად ორი პრეპარატია დამტკიცებული ბავშვებში ამ მიზნით გამოყენებისთვის:

პარაცეტამოლი 60 მგ/კგ/დღეში

იბუპროფენი 30 მგ/კგ/დღეში.

ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია რექტალური სანთლების, ასევე ორალური სიროფის და აბების სახით (12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის). შეუძლებელია ბავშვის სიცხის დამწევი საშუალებების მიცემა დღეში 4-ჯერ უფრო ხშირად. მედიკამენტების მიღებაზე ადეკვატურ პასუხად ითვლება ტემპერატურის დაქვეითება 1-1,5 გრადუსით.

მედიკამენტების გარდა, შეგიძლიათ სიცხის დამწევი სხვა გზებიც გამოიყენოთ:

თუ ბავშვს ხელები და ფეხები თბილია, გახადეთ და დაუზილეთ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით.

თუ ხელები და ფეხები ცივია, ან ამცივნებს, ხელ-ფეხი გაუთბეთ. მაგალითად, ცხელ წყალში ჩააყოფინეთ.

მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვმა უნდა დალიოს ბევრი წყალი ან ხილის ჩაი,ხილის კომპოტი.

არ უნდა დავივიწყოთ ჰაერის დატენიანება და განიავება, თუმცა სანამ ფანჯარა ღიაა, ბავშვი სხვა ოთახში გაიყვანეთ.

თუ ტემპერატურა საერთოდ არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, საჭიროა სასწრაფოს გამოძახება!

mshoblebi.ge

Cesko