“რატომ აქვს ამ ქალბატონს ყოველთვის ისეთი ტონი და პოზა, რომ მთელი ქვეყანა მასთან ვალშია და მისი კრიტიკა არ შეიძლება…” – მაია ელოშვილი სალომე ზურაბიშვილზე

0
1926
26 Views

❌ “აქ რომ მოვარდით… თუ არ მომისმენთ, მეორედ არ გავიმეორებ. ასე რომ, ან გაიგებთ, ან ვერ გაიგებთ… სად იყავით ისინი 2007 წელს, ვინც ჭორებს მივრცელებთ, მე რომ ქუჩაში ვიდექი, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას ტრაგედიები? მე გეტყვით, ზოგი თანამდებობაზე იყავით, ზოგი – მიშას შტაბში, ზოგი – ქართუ ფონდში… ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მეე? ვინ გაამწესა ისეთ ადგილზე, საიდანაც ვერ მოხსნი?.. ეს შეწყალება არ არის?.. რატომ მაშინ არ გამოხვედით?” – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილებმოკლულ მშობლებს და მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვის შემდეგ, რეზიდენციაში შებრუნდა.
შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, არ უპასუხა. ხმების გავრცელება კი, ხელისუფლებას დააბრალა. იმაზე არაფერი უთქვამს, ცოტა ხნის წინ, სასამართლოს რომ მოუწოდა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა და ჰუმანურობისკენ, რითაც თავად მოგვცა ეჭვის გაჩენის საფუძველი.
ბრავო, პრეზიდენტო! ასე უნდა მიმართოთ საკუთარ ამომრჩეველს, თქვენს მაწყევარ-მაგინებელ კრიმინალებს კი, ციხის სინესტემ არ ავნოთ, ფეხები დაუთბილეთ.👏👏👏
❓რატომ აქვს ამ ქალბატონს ყოველთვის ისეთი ტონი და პოზა, რომ მთელი ქვეყანა მასთან ვალშია და მისი კრიტიკა არ შეიძლება? ან, ასე ქედმაღლურად რომ საუბრობს, გარე ძალების დავალებით, მან არ შეიწყალა უგულავა-რურუა-ოქრუაშვილი საზოგადოებრივი ინტერესის საწინააღმდეგოდ?
იმედია, 17 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე გვიპასუხებს…
P.S. ბრიფინგი: იგივე ტონით საუბარი ბულინგზე, შანტაჟზე, დამცირებაზე, ნაცარასამთავრობოების დამუნათება (მიშველეთ), ბუნდოვანება სააკაშვილის საქართველოში შემოტყუებაზე მმართველი ძალისა და ნაცმოძრაობის მხრიდან (რომ დაიფაროს სხვა ქვეყნების ინტერესი), რეზიდენციასთან არსებულ “რუსულ სოფელზე” და პასუხი კითხვაზე: შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს?
– “მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა…” 👌

მაია ელოშვილი, ფილოლოგი; სოციალური ქსელი

Cesko