243 Views
ხობში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს. “კურიერის” ინფორმაციით, მომხდარს მეზობლებს შორის ურთიერთდაპირისპირება უძღვოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლიციამ კი დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ხობში გუშინ მოხდა.
წყარო: „რუსთავი2″




![ახალციხეში ერთმანეთს 10 მანქანა დაეჯახა [ვიდეო]](https://split.spnews.io/wp-content/uploads/2022/03/post_1647156615_2339-100x70.jpeg)
