როგორც აღმოჩნდა, ზალიკო ბერგერს მეგობრული ურთიერთობა აქვს გურამ შეროზიასთან. ის “პრაიმტაიმთან” გასულ ზაფხულს იხსენებს, როდესაც გურამმა დასასვენებლად ანტალიაში წაიყვანა. და ტურისტულ ჯგუფს რომ ეგონა, ბერგერი თავისი იუმორით გვახალისებს და გავერთობითო, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ზალიკოს სულ ეძინა…
ზალიკო ბერგერი: გურამმა ტურისტული სააგენტოთი ანტალიაში წამიყვანა. ერთ ნომერში ვცხოვრობდით მთელი ათი დღე. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით.
გურამის ჩამი-ჩუმი არ გამიგია. სულ გარეთ იყო, გაძვრებოდა-გამოძვრებოდა, დილის ხუთ საათზე მოვიდოდა. რომ წვებოდა, ვიგებდი. სად იყავი-მეთქი, რომ ვეკითხებოდი. ლექცია მქონდაო…
იმ დროს გემოგლობინი ძალიან დაბალი მქონია, სულ მეძინა მთელი იქ ყოფნის დროს. არადა, ჯგუფს უხაროდა, არიქა, ზალიკო ბერგერი მოდის ჩვენთან ერთადო და მე სულ მეძინა! წამოსვლის წინა დღეს გავიღვიძე!
წყარო : პრაიმტაიმი