საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა დიდი ინტერესია ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ვიდეოების მიმართ… „ამისკენ არ მივისწრაფოდი და არც რამე განმითავსებია სოციალურ ქსელში. ესეც საინტერესოა, რომ არავის უკითხავს, მინდა თუ არა საჯარო სივრცეში ამ ვიდეოების გამოქვეყნება. ზოგი საერთოდ ფარულად არის გადაღებული, არ არის ლამაზი, როდესაც ასე იქცევიან ადამიანები…” – ამბობს ზურა მხეიძემ ინტერვიუში, სადაც ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემებზეც ისაუბრა.
„გაქცევა გამოსავალი ქვეყნისთვის არაა, თუ გიყვარს შენი ქვეყანა რაღაც უკეთესობისკენ შეცვალე, ამისთვის არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი გახდე. გაქცევის მიზეზი გარემოა, გარემოს აღქმა, სადაც ადამიანი ვერ ხედავს საკუთარი თავის რეალიზაციას და ამ გარემოს შექმნაში არა მარტო სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არამედ თითოეული მოქალაქის. აშშ -ს ყველაზე ძლიერი პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. ადამიანებს გაუჩინა რწმენა, რომ იქ ამერიკაში ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ, ამიტომ გახდა ეს ქვეყანა მიმზიდველი და ამ პოლიტიკამ აშშ-ს განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მასმედია და კინოინდუსტრია აშშ-ში, ამ გზავნილის გავრცელებას უწყობდა ხელს. ამ გზავნილმა, რომ აშშ-ში ყველას აქვს შანსი რეალიზაციის, ემიგრანტებისთვის საოცნებო ქვეყანად აქცია და მართლაც მიიზიდა ნიჭირი ხალხი, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნა ეს ქვეყანა…. ჩვენთან პირიქითაა: მასმედიას რომ მოუსმინო, ასეთი გზავნილია, რომ აქ არაფრის შანსი არ გაქვს… ძალიან კარგადაც რომ იყო, ბარგს ჩაალაგებ და მეორე დღესვე აქედან წახვალ.. ეს პროპაგანდა ადამიანებზე ძალიან მოქმედებს. გამიზნულია თუ შემთხვევით, არ ვიცი, მაგრამ ასე გამოდის, ფსიქოლოგიური წნეხი ადამიანებზე ძალიან დიდია”, – ამბობს ფსიქოლოგი.
კითხვაზე, კატასტროფულად მოიმატა ძალადობის ფაქტებმა. ბოლო წლებში უამრავი ქალი მოკლეს… რა არის ამის მიზეზი, მძიმე სოციალური პირობები?
ზურა მხეიძე პასუხობს, რომ „როცა აგრესიული გარემოა, თქვენ თვითონ რომ აგრესიული ხართ, თქვენი ქცევები აგრესიულია. შეიძლება ამის გავლენაც არის ჭარბად… რაც შეეხება მძიმე სოციალურ პირობებს, არასოდეს გაგჭირვებიათ”.
წყარო: ambebi.ge