„არც უკითხავთ, მინდა თუ არა ამ ვიდეოების გამოქვეყნება, ზოგი ფარულად არის გადაღებული” – რატომ გაურბის ზურა მხეიძე პოპულარობას

0
553
23 Views

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, თუ რა დიდი ინ­ტე­რე­სია ფსი­ქო­ლოგ ზურა მხე­ი­ძის ვი­დე­ო­ე­ბის მი­მართ… „ამის­კენ არ მი­ვის­წრა­ფო­დი და არც რამე გან­მი­თავ­სე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ესეც სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არა­ვის უკი­თხავს, მინ­და თუ არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ამ ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ზოგი სა­ერ­თოდ ფა­რუ­ლად არის გა­და­ღე­ბუ­ლი, არ არის ლა­მა­ზი, რო­დე­საც ასე იქ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი…” – ამბობს ზურა მხე­ი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მებ­ზეც ისაუბრა.

„გაქ­ცე­ვა გა­მო­სა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის არაა, თუ გიყ­ვარს შენი ქვე­ყა­ნა რა­ღაც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლე, ამის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე. გაქ­ცე­ვის მი­ზე­ზი გა­რე­მოა, გა­რე­მოს აღ­ქმა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ვერ ხე­დავს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და ამ გა­რე­მოს შექ­მნა­ში არა მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის. აშშ -ს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ ამე­რი­კა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა. ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჩი­ნა რწმე­ნა, რომ იქ ამე­რი­კა­ში ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ გახ­და ეს ქვე­ყა­ნა მიმ­ზიდ­ვე­ლი და ამ პო­ლი­ტი­კამ აშშ-ს გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მა­ს­მე­დია და კი­ნო­ინ­დუსტრია აშშ-ში, ამ გზავ­ნი­ლის გავ­რცე­ლე­ბას უწყობ­და ხელს. ამ გზავ­ნილ­მა, რომ აშშ-ში ყვე­ლას აქვს შან­სი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნად აქ­ცია და მარ­თლაც მი­ი­ზი­და ნი­ჭი­რი ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად შექ­მნა ეს ქვე­ყა­ნა…. ჩვენ­თან პი­რი­ქი­თაა: მა­ს­მე­დი­ას რომ მო­უს­მი­ნო, ასე­თი გზავ­ნი­ლია, რომ აქ არაფ­რის შან­სი არ გაქვს… ძა­ლი­ან კარ­გა­დაც რომ იყო, ბარ­გს ჩა­ა­ლა­გებ და მე­ო­რე დღეს­ვე აქე­დან წახ­ვალ.. ეს პრო­პა­გან­და ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. გა­მიზ­ნუ­ლია თუ შემ­თხვე­ვით, არ ვიცი, მაგ­რამ ასე გა­მო­დის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლი­ან დი­დია”, – ამბობს ფსიქოლოგი.

კითხვაზე, კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მო­ი­მა­ტა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა. ბოლო წლებ­ში უამ­რა­ვი ქალი მოკ­ლეს… რა არის ამის მი­ზე­ზი, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი?

ზურა მხეიძე პასუხობს, რომ „როცა აგ­რე­სი­უ­ლი გა­რე­მოა, თქვენ თვი­თონ რომ აგ­რე­სი­უ­ლი ხართ, თქვე­ნი ქცე­ვე­ბი აგ­რე­სი­უ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ამის გავ­ლე­ნაც არის ჭარ­ბად… რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს, არა­სო­დეს გაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ”.

წყარო: ambebi.ge

Cesko