სკანდალური აღიარება: „ღირსი იყო და ვცემდი, დედაც სცემდა“ – რას ჰყვება გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე?!

0
1400
17 Views

მომღერალმა გია სურამელაშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილ ცოლზე ისაუბრა.

“ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა, მანქანის დაშლილ ნაწილებს ყიდის. ეს ადამიანი სახეზეც აღარ მახსოვს, როგორია. ჩვენ სხვადასხვა გზით დავდივართ. მე ელიავაზე ვერ შევალ. გვარი არ აქვს მაიას. ჩემს გვარზე იყო და დღემდე ჩემს გვარზეა. არ ჰქონია გვარი. ჩვენ შორის ყველაფერი 20 წლის წინ დამთავრდა. სწორედ რომ ცინიზმის ღირსია ჩემგან. ვცემდი, ღირსი იყო და ვცემდი. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, როგორი საქციელი იყო ეს ჩემი მხრიდან. ღირსი იყო და ვცემდი, სულ ვცემდი, ფეხმძიმეც მიცემია.

ძმა და მამა რომ ჰყოლოდა, დაუმატებდნენ კიდევ. სამაგიეროდ, დედა სცემდა. მე მართალი ვიყავი მაიასთან და ეს იცოდა ჩემმა სიდედრმა, მაგარი სიდედრი მყავდა. ძალიან ვუყვარდი. პოპულარობის ზენიტში უკვე მყავდა ცოლი, ჩემი კონცერტის პარალელურად ატარებდა კონცერტს ფილარმონიის დარბაზში. გოგონებს სცემდა, ნუ კოცნით ჩემს ქმარსო”, – განაცხადა მომღერალმა.

წყარო: mix.metronome.ge

Cesko