მოსამართლე: „ბატონო მიხეილ თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ …“ – რა მოხდა სასამართლო პროცესზე

0
8927
22 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ერთვება.

სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი წამომდგარიყო და ვიზუალურად ეჩვენებინა როგორ გამოიყურება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იქნა კადრები, სადაც ასახული იყო სააკაშვილის პირადი ცხოვრება. 2-ჯერ არჩართეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს რა მდგომარეობაშია სააკაშვილი. ეს არის აზოვის ბატალიონის ბიჭები, რომ გამოუშვეს ტყვეობიდან იგივე მდგომარეობა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლე გიორგი არველაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა. მისი განმარტებით, ეს „უპატივცემულობაა“.

„წამოდგომა კი ბატონო, მომართვაც შეილძება მაგრამ, ბატონო მიხეილ თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.

დღევანდელ პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა. როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

ადვოკატის თქმით, ის მიმდინარე გამოძიების საქმეში მოწმედ უნდა დაიკითხოს, შესაბამისად, დღეს კითხვები ურთქმელიძემ კი არა, დაცვის მხარემ უნდა დასვას მასთან.

აღნიშნულ შუამდგომლობას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი არ დაეთანხმა და აღნიშნა, ურთმელიძე სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელია და სამსახურის პოზიციას სწორად ის ჩამოაყალიბებს.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა.

Cesko