რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ მის ქვეყანას სურდა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ რუსეთს იქ არ ელოდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინელ ხალხს კვლავ მოძმედ მიიჩნევს.
„ამ სიტუაციაში მოწინააღმდეგე უკრაინასთან მიმართებით ეფექტურად მოქმედებს, რუსეთისთვის სასაყვედურო არაფერია. რუსი სამხედროები ისევე იბრძვიან, როგორც 1812 წლის ომში, პირველ მსოფლიო ომში და დიდ სამამულო ომში. დღეს რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი გამოიყენება“, – აცხადებს პუტინი.
„რაც ხდება, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ჩვენი საერთო ტრაგედია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, პირიქით, ეს არის სხვა ქვეყნების, მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსული სამყაროს დაშლისკენ, მათ მიაღწიეს წარმატებას და მიგვიყვანეს იქამდე, სადაც ვართ“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული არმიის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება.
პუტინის თქმით, რუსეთმა უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.
პუტინი ამბობს, რომ „რუს სამხედროებს ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა ჰქონდეთ“.