47 Views
თელავში ხანძრის დროს დაშავებული რუსთაველი, 24 წლის ოთო ლურსმანაშვილი გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” ინფორმაცია ახალგაზრდა ბიჭის ბიძამ დაუდასტურა. მისი თქმით, ოთო ლურსმანაშვილი 7 დღის განმავლობაში “ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის” რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 70%-იანი დამწვრობით იყო მოთავსებული. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ თელავში ღვინის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა კიდევ ერთი რუსთაველი 39 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა კიდევ 2 ახალგაზრდა კაცი.
“ინფო რუსთავი”