„ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირს” – თამარ გვერდწითელი თავს ცუდად გრძნობს (ფოტო)

0
1965
31 Views

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი თავს კარ­გად არ გრძნობს. მისი პრო­დი­უ­სე­რის, სერ­გეი პუ­დოვ­ნი­კის გან­ცხა­დე­ბით, თვე­ნა­ხევ­რის წინ მის­თვის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი დარ­ტყმა აღ­მოჩ­ნდა. მი­სი­ვე თქმით, მომ­ღე­რა­ლი მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

“სამ­წუ­ხა­როდ, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა სცე­ნა­ზე, ამა­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ. ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირს. მე მეს­მის მისი, თვი­თო­ნაც დავ­კარ­გე მშობ­ლე­ბი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სი­სუ­ლე­ლეა იმის თქმა, რომ დრო ყვე­ლა­ფერს კურ­ნავს. არა, არ კურ­ნავს…” – ამ­ბობს პუ­დოვ­კი­ნი. მისი თქმით, დე­დის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა.

თა­მარ გვერდწი­თე­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელი ამბობს, რომ მომ­ღე­რა­ლი დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. “მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­გორც ვიცი, დღეს ან ხვალ თა­მა­რი შვილ­თან ევ­რო­პა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა”, – ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.

თა­მარ გვერდწი­თელს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ვაჟი ჰყავს. სან­დრო ჯა­ხაბ­რიშ­ვილ­მა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ბოს­ტონ­ში მი­ი­ღო. სერ­თი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ლონ­დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ს­მე­დი­ი­სა და კულ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვერდწი­თე­ლის ვაჟი ჩაფ­ლუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ლონ­დონ­ში მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობს…

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გვერდწი­თელ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა და დე­დას­თან ერ­თად თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.

წყარო: ambebi.ge

Cesko